|
2023-05-13 10:07:08, 1369 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია - უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება
უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ჩვენც გვსურს მშვიდობა. მაგრამ არ გვსურს კაპიტულაცია, არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს,- აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. "ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ნარატივის გამეორება. უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი - აგრესორი. რუსეთს არ სურს ბრძოლის შეწყვეტა. და უკრაინასაც არ შეუძლია შეწყვიტოს ბრძოლა. თუ უკრაინას სურს უბრალოდ გააგრძელოს არსებობა, როგორც ერმა, მას არ შეუძლია გაჩერება. რუსეთს არ სურს გაჩერება, უკრაინას კი არ შეუძლია გაჩერება. ბევრი ამბობს, რომ მათ მშვიდობა სურთ. ვაკეთებთ ამას. მაგრამ ყველაზე მეტად მშვიდობა სურთ უკრაინელებს. უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ჩვენც გვსურს მშვიდობა. მაგრამ არ გვსურს კაპიტულაცია, არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს. და სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიფდობის ფორმულა დღეს, ახლა, არის ერთადერთი ყოვლისმომცველი ჩარჩო უკრაინაში მდგრადი მშვიდობისთვის",- განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)