|
2023-05-12 17:43:11, 1389 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ
ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და არ იქნება დროში შეზღუდული, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. "მე არ ვიყენებ ტერმინს "კონტრშეტევა". ამის ნაცვლად, მე ვიყენებ ტერმინს "სამხედრო მოქმედება", რომელიც გამოიყენება 2014 წლის თებერვლიდან. სამხედროებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. მეტიც, მტერს დარტყმას იქ ვაყენებთ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის. ამ კონტრშეტევის დროსაც ასე მოხდება. ჩვენს სამხედროებს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და დროში თავს არ შევიზღუდავთ, ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ", - განაცხადა დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)