|
2023-05-12 11:21:12, 1290 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ BBC უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. "ცალკეული "ტელეგრამ-არხებით" გავრცელებული განცხადებები საკონტაქტო ხაზის სხვადასხვა ნაწილში თავდაცვის გარღვევის შესახებ არ შეესაბამება რეალობას“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რაც შეეხება ბახმუტში არსებულ ვითარებას, უწყება განცხადებაში უთითებს, რომ ქალაქის მიმართულებით უკრაინელების 8 შეტევა მოიგერიეს. "საიერიშო რაზმები ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ არტემოვსკის დასავლეთ ნაწილის (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ბახმუტს - რედ.) გათავისუფლებას",- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გუშინ, 11 მაისს გაავრცელა. უკრაინის მიერ ბახმუტთან თავდაცვის ზღუდის გაარღვევის შესახებ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინიც საუბრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)