|
2023-05-11 16:39:22, 1360 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტები გადასცა
ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტები გადასცა, სახელწოდებით Storm Shadow. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Storm Shadow არის დიდი დისტანციის საკრუიზო რაკეტა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ერთობლივად არის შემუშავებული, რაკეტის სროლის მანძილი კი, 250 კილომეტრის რადიუსს შეადგენს. "გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მრავალი საკრუიზო რაკეტა Storm Shadow მიაწოდა, რაც მათ რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევისას, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს", - განუცხადა დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს. ცნობისთვის, იარაღს, რომელიც უკრაინას ამჟამად აშშ-ის მიერ ჰქონდა მიწოდებული, დაახლოებით, 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედება შეეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)