|
2023-05-11 10:04:38, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე ვმუშაობთ
პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე ვმუშაობთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, მათ უნდა დაუბრუნონ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ და ევროპულ მიწას. „ჩვენი საერთაშორისო ბლოკი პარტნიორებთან უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს. ახალი გადაწყვეტილებები უკვე სამუშაო დონეზეა. მეტი დაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე, სადაც განვიხილეთ ეს ყველაფერი. უახლოეს მომავალში ველით შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან. ერთი წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტის ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღე ცდუნებაა მისთვის იფიქროს, რომ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ მიწას - მთელ ევროპულ მიწას. ჩვენ ამას გავაკეთებთ! მტერს ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს არ დავუტოვებთ - ტირანია ვერსად გამეფდება!“,- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)