|
2023-05-10 17:11:19, 1382 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთში ნაპოვნი რაკეტა რუსული X-55 აღმოჩნდა
პოლონეთის ქალაქ ზამოსტიეში ბიდგოშჩის მახლობლად, აპრილში ნაპოვნი საკრუიზო რაკეტა, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, რუსული აღმოჩნდა. - ამის შესახებ RMF FM იუწყება. საჰაერო ძალების ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასკვნები მიუთითებს, რომ Kh-55 საკრუიზო რაკეტამ, სავარაუდოდ, გადაკვეთა საჰაერო სივრცე აღმოსავლეთ საზღვარზე. პოლონეთის არმიას ასეთი იარაღი არ აქვს. ეს უარყოფს ვერსიას, რომ პოლონურ ძალებს შეეძლოთ რაკეტის გაშვება წვრთნების დროს. თუ აღმოჩენილი რომ რაკეტა ნამდვილად არის X-55, მაშინ ეს მიუთითებს ფაქტზე რის მიხედვითაც რაკეტა რუსული გამანადგურებლისგან იყო გასროლილი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რაკეტები დაეცა უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთის რეგიონშიც. ეს მოხდა დაახლოებით იმავე დროს, როდესაც რუსეთმა მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის მასშტაბით. მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონებიც. მაშინ უკრაინული მხარე დარწმუნებული იყო, რომ პოლონეთის მიწას, რომელიც ნატოს წევრია სწორედ რუსული რაკეტა დაეცა, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლიდა, რომ იგი შესაძლოა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ყოფილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)