|
2023-05-10 13:11:10, 1389 ნახვა
ომი უკრაინაში
ლულა და სილვა - EU მართალია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართალი არიან, როცა ოქროს შუალედის პოვნა სურთ
ევროკავშირი მართალია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართალი არიან, როდესაც ოქროს შუალედის პოვნა სურთ,- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ახლა დიპლომატიის დროა და არა ომის. "ბრაზილია გმობს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას, მაგრამ ომის გაგრძელება მხოლოდ სიკვდილს მოგვიტანს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშვიდობის მსურველი“,- ამბობს ლუის ინასიო ლულა და სილვა. თავის მხრივ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აუცილებელია, ომის დასრულება „რაც შეიძლება მალე“, მაგრამ „დათმობების გარეშე". ცნობისთვის, უფრო ადრე, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის პასუხისმგებლობას უკრაინაც იზიარებდა და რომ დასავლური სამხედრო დახმარება კონფლიქტს მხოლოდ აძლიერებდა. ბრაზილიის პრეზიდენტის აღნიშნულმა განცხადება ევროკავშირში, აშშ-სა და კიევში გაღიზიანება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)