|
2023-05-09 14:56:27, 1310 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს
ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტთან საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების საკითხი განიხილა. "უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას რუსული აგრესიისგან. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი. ამ კონტექსტში, ურსულას დღეს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)