|
2023-05-09 13:42:09, 1336 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - საბრძოლო მასალას ისევ არ გვაძლევენ, თავხედურად მოგვატყუეს - ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით
საბრძოლო მასალას ისევ არ გვაძლევენ, თავხედურად მოგვატყუეს, ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით,-ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოზიციების დატოვება, როგორც სამშობლოს ღალატი ისე აღიქმება. "გუშინ მოგვივიდა სამხედრო ბრძანება, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, პირველი, რაც მთავარია - პოზიციების დატოვება სამშობლოს ღალატად გამოცხადდებაო. ამას ჩვენ გვეუბნებიან. თუ არ იქნება საბრძოლო მასალები, ჩვენ პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინ ღალატობს სამშობლოს. როგორც ჩანს, ის, ვინც ხელი მოაწერა. მეორე, ამ საბრძოლო ბრძანებაში ეწერა, რომ ვალდებული არიან, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" მოამარაგონ აბსოლუტურად ყველაფრით, რაც საჭიროა ... როგორც ჩანს, მან, ვინც ხელი მოაწერა, ეს განცხადება ემოციურად გააკეთა თავის საბრძოლო განკარგულებაში, რადგან ეშინოდა, რომ წავიდოდით და მივიდოდით მასთან, როსტოვში. მასთან როსტოვში კი უკრაინელები მივლენ, თუ ფრონტი ჩამოიშლება. დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ის ჩამოიშალოს. დღეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ჩვენი ერთ-ერთი ფლანგიდან. პოზიციები მიაგდეს. ყველა გაიქცა ... მესამე, ნათქვამი იყო, რომ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს [გენერალი სერგეი] სუროვიკინი. პასუხს ჯერ ვერ ვიღებ",- განაცხადა პრიგოჟინმა. მისივე თქმით, "ვაგნერი" ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდება. "7 რიცხვში ჩვენ დაგვპირდნენ, რომ [საბრძოლო მასალას] მოგვცემდნენ. 8-ში, 2 საათზე მივიღეთ საბრძოლო განკარგულება, რომ მოგვცემდნენ ყველაფერს, დღეს 9 რიცხვია, 8-ში იყო თათბირი, რომლის შემდეგაც გადმოგვცეს მოთხოვნილი რაოდენობის 10%. ჩვენ უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს. არტიომოვსკიდან არ გავალთ, კიდევ რამდენიმე დღე გავჩერდებით, ვიბოდიალებთ", – დაასძინა პრიგოჟინმა. ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს "ახმატს" გადასცენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)