|
2015-02-09 13:06:00, 1737 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის კონფლიქტის განსახილველად დღეს შეხვედრას ვაშინგტონში გამართავენ. „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, ბარაკ ობამასთან შეხვედრისას, ანგელა მერკელმა შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინის იარაღით მომარაგების წინააღმდეგ განცხადება გააკეთოს. შეგახსენებთ, რომ მიუხენში, 8 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედროების იარაღით მომარაგების აუცილებლობას ვერ ხედავს. ცნობისთვის, 11 თებერვალს მინსკში ოთხმხრივი მოლაპარაკება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)