01:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 16:09:41, 1374 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინი მზადაა 10 მაისს, ბახმუტში პოზიციები კადიროვის „ახმატს“ გადასცეს

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს "ახმატს" გადასცენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს - "ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.

ამასთან, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას მძიმე ბრძოლები გრძელდება.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics