01:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 16:55:24, 1455 ნახვა

ომი უკრაინაში
დანია და გერმანია უკრაინას 80 Leopard 1-ის ტანკს გადასცემენ

დანია, გერმანიასთან ერთად, უკრაინას 80 Leopard 1-ის ტანკს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა.

მისი თქმით, Leopard 1-ის ტანკები უკრაინაში ექსპლუატაციისთვის 1-ელ ივნისს იქნება მზად, უკრაინული სამხედროების წვრთნა კი, დაახლოებით, ერთ თვეს გაგრძელდება.

„ის, რომ ჩვენ უკრაინას 80 Leopard 1-ის ტანკს ვაწვდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობაა. გარდა ამისა, მათ ძალიან კარგი სროლის და რელიეფის ნავიგაციის უნარი აქვთ“,- განაცხადა ტროელს ლუნდ პულსენმა .

შეგახსენებთ, რომ  2 მაისს დანიამ უკრაინას დახმარების უდიდესი პაკეტი გამოუყო, რომელიც მოიცავს მანქანებს და საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics