01:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 13:46:47, 1723 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 80 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 80 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.

"დღეს სახლში [უკრინაში] 80 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით და ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მოხდა",- აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ცნობითვე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 671 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 82 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics