|
2015-02-09 12:45:04, 1104 ნახვა
სამართალი
ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების უკანონო სარგებლობისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებიც. „კანონდარღვევით მოპოვებული მრგვალი მორის საერთო ოდენობა 54 კუბურ მეტრს შეადგენს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5500 ლარს აღემეტება. არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოებში. ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)