|
2015-02-09 11:53:56, 951 ნახვა
სამართალი
უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციელის ბრალეულობას ეროვნულ სირცხვილად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი სირცხვილად მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციის თანამშრომელია ეჭვმიტანილი. როგორც უსუფაშვილმა „რედისონში“ პროკურატურის და შსს–ს რეფორმის საკითხზე საზოგადოებრივ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის განათლებული და თავისუფლების მოყვარული უნდა იყოს. „პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ განათლებული და თავისუფლების მოყვარული ადამიანი იყოს. მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვნახოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება. თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება ეროვნული სირცხვილი და არა ერთი ადამიანის“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)