15:31 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 12:16:15, 567 ნახვა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 31-ე სხდომა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 31-ე სხდომა გაიმართა.

უწყების ცნობით, სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს შრომითი მიგრაციის შესახებ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.

"აღნიშნული საკითხები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მექანიზმის – საქართველოს 2021-2023 წლების მიგრაციის სტრატეგიის – მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირის დელეგაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics