|
2015-02-09 11:36:41, 1958 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ფიქრობს
„უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსეთის არმიის დამარცხება და სწორედ, ამიტომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება-არ მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას, შესაძლოა გადაიხედოს“,-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰედმონდმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „სკაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჰედმონდის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მე-20 საუკუნის ტირანივით იქცევა. "ამ ადამიანმა თავისი ჯარები საერთაშორისო საზღვრის გავლით გაგზავნა და 21-ე საუკუნეში უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ის მოქმედებდა, როგორც მე-20 საუკუნის ტირანი. ცივილიზებული ქვეყნები ასე არ მოქმედებენ. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ზღვარგადასულ ქმედებას," – განაცხადა ფილიპ ჰედმონდმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)