07:30 - 06 Jun, 2026
|
2015-02-09 09:51:45, 1828 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინის კრიზისი აშშ-ს და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგია
„უკრაინის კრიზისი ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგია“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეგვიპტურ გამოცემა „ალ-ჰარამთან“ ინტერვიუში განაცხადა. პუტინის თქმით,უკრაინაში არსებული ვითარება რუსეთის ბრალი არ არის. „უკრაინაში არსებულ ვითარებაში რუსეთს ბრალი არ მიუძღვის. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა თავი ცივ ომში გამარჯვებულებად ჩათვალეს და ახლა სურთ მთელ მსოფლიოს საკუთარი ნება თავს მოახვიონ“,-განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედრო პირებს შორის საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)