03:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 10:31:01, 733 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

"ვახტანგ გომელაურმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მუდმივი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოითქვა, რომ არსებული თანამშრომლობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics