14:13 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 15:25:15, 745 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის  სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები გადაეცათ.  

შეხვედრაზე წიგნის „მელიორაციული ჰიდროლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებას კომპანიის სამსახურების ხელმძრვანელები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სტუდენტებს მომავალშიც შესთავაზებს კომპანიაში სტაჟირების გავლას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics