|
2023-04-05 13:41:43, 640 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში შშმ ქალებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მონაწილეობით, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში, შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც შშმ ქალებმა პროკურორებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს. "საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას. შშმ პირთა უფლებების მიმართულებით საქმიანობის პროცესში - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე" პროკურატურის მთავარი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს. აღნიშნულ სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - ,,არა ფემიციდს" პოზიტიური შეფასება მიეცა და ყურადღება გამახვილდა ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე. ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა. საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)