|
2023-04-05 12:59:28, 686 ნახვა
საზოგადოება
სელფი - გამოხატე საკუთარი თავი, იყავი ნამდვილი! - ახალი ბრენდი ტელეკომუნიკაციის ბაზარზე
დღეს სელფი მობაილმა მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარადგინა. სელფი კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას. სელფის მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას, პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1,3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ, შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი. „მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი სელფი, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს“,- განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა. მისივე თქმით, უცვლელი რჩება სელფის მთავარი ღირებულება - ყოველთვის მისცეს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება. „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინოვაციაზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება - ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ახალი ბრენდის შექმნაზე,“,- დასძინა ვასილ ბერიშვილმა. სელფის ტარიფებისა და პაკეტების ნაწილი ასე გამოიყურება:
30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები:
მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება. სხვა პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად ეწვიეთ: cellfie.ge ამასთან, როგორც „სიბიეს ჰოლდინგის“ ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ განაცხადა, გამომდინარე მკაფიოდ გაწერილი საინვესტიციო სატრატეგიით, ათობით მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება ქსელის ინვესტიციას, როგორც ქსელის გაფართოების, ისე ხარისხის გაუმჯობესებას. „მოგახსენებთ, რომ ჩვენ ამ ბრენდის შესაქმელად და ზოგადად კომპანიის შესაძენად ვიმუშავეთ 3 წელი. დამერწმუნეთ, რომ ეს გეგმები არ იყო მოკლევადიანი ან არ იყო დაკავშირებული მცირე ინვესტიციებთან. ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა გათვლილი და აღნიშნულიდან გამომდინარე მკაფიოდ გაწერილი საინვესტიციო სატრატეგიით ვაპირებთ, ათობით მილიონი აშშ დოლარი მოვახმაროთ აღნიშნული ქსელის ინვესტიციას, როგორც ქსელის გაფართოების, ისე ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დღეს, საქართველოში შეიქმნა და დაიბადა სრულიად ახალი ქართული პრენდი „სელფი მობაილი“, რომელიც ზედგამოჭრილია ჩვენი აბონენტების პირველად საჭიროებებზე და იქნება სრულიად ციფრული, თანამედროვე, დინამიური, ახალი და პოზიტიური პრენდი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც ჩვენს აბონენტებს დღეს გააჩნიათ. სწორედ, რომ მათი გამოძახილით შევქმენით ეს ინდივიდუალური ბრენდი და ჩვენი სლოგანიც ასეთია - „გამოხატე საკუთარი თავი, იყავი ნამდვილი!“ და ჩვენც, ჩვენი გულწრფელობით აუცილებლად შევასრულებთ ამ საინვესტიციო გეგმას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შედეგი წლის ბოლომდე იგრძნონ აბონენტებმა, ხოლო ორი წლისთავზე კი, ამაყად და წელში გამართულებმა ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენი მისია ამაყად შევასრულეთ. მისია კი არის ის, რომ პირველ რიგში, ჩვენი აბონენტები მაქსიმალურად იყვნენ ჩვენთან. მეორე - დაზოგონ დრო, რომ ჰქონდეთ ის ციფრული ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით დაიკმაყოფილონ ნებისმიერი საჭიროება. იქნება ეს სპორტი, მუსიკა, ინტერნეტი, მოგზაურობა, სწავლა თუ სხვა მრავალი ფუნქციონალი. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ასევე, ფილმების ყურების ფუნქციის დამატება, რათა აბონენტები მათი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე იყვნენ კმაყოფილები ნებისმიერი მიმართულებით“,- განაცხადა თამარ გახარიამ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)