|
2015-02-08 16:55:57, 998 ნახვა
სამართალი
გაგი მოსიაშვილი: გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირადი შურისძიება გამორიცხულია
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი მკვლეწლობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, გამოძიების ეფექტურობის იმედი აქვს. "პირადი შურისძიება ამ პიროვნების მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. სხვა კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს. დამკვეთიც, შემსრულებელიც, აღმსრულებელიც და ორგანიზატორიც დანაშაულის ჩამდენი პირები არიან. საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, გამოძიების ეფექტურობის იმედი მაქვს", -აღნიშნა ადვოკატმა. საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. კერძოდ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილი. -
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)