|
2015-02-08 16:43:14, 958 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელია
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ შემსრულებელი, ანუ პიროვნება, რომელმაც ხელყუმბარა დადო და რომლის აფეთების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე დამკვეთებზე ვერ ვისაუბრებ. არსებობს ვერსიები, რომლებზეც საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. რა თქმა უნდა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მვკლელობას, შოთაძის თქმით, ერთ–ერთი ვერსიით ის ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)