17:19 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 01:46:29, 1074 ნახვა

Freedom House - შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო

Freedom House რუსთაველზე გამართულ აქციასა და სამართალდამცველების მხრიდან აქციის დაშლას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაცია ტვიტერში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს "აგენტების შესახებ" კანონპროექტს.

" შეშფოთებულები ვართ "აგენტების კანონპროექტის" გარშემო საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს მოლოტოვის კოქტეილებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან.

ჩვენ ასევე ვიმეორებთ შეშფოთებას უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს", - წერია განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics