|
2023-03-08 20:10:06, 1307 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ - დაკავებულია 10 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, კიდევ 10 პირი დააკავა. აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენენ აქციის მონაწილეთა გადამოწმებას და დათვალიერებას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს. იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ჯამში 76 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ოპერატიულ ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)