|
2023-03-08 11:39:59, 844 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა კიდევ ერთხელ შეიყვანეს ისინი შეცდომაში
საზოგადოება მოატყუეს, რომ თითქოს დამთავრებული იყო კანონის მიღება. საზოგადოება მოატყუეს, რომ არავის არ ვუსმენდით. ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ არსებითად, პრინციპულად ყოველთვის ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არის ხოლმე, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როდესაც რაღაცას არ ვიზიარებთ, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები და იქაც გვაქვს ხოლმე არგუმენტები, მაგრამ პრინციპულად ჩვენ ვიზიარებთ ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნებს. აქედან ჩანს ის, თუ რამდენად სპეკულაციურია კანდიდატის სტატუსთან ამ კანონის დაკავშირებას. თავიდანვე ითქვა, რომ ჩვენ დოკუმენტს გავაგზავნიდით ვენეციის კომისიაში დაველოდებოდით სწორედ ამ ევროპული სტრუქტურის დასკვნას და ამის შემდეგ გაგრძელდებოდა ამ კანონპროექტის განხილვა მეორე და მერე მესამე მოსმენით, წინ არის კიდევ ორი მოსმენა. საზოგადოება მოატყუეს, რომ თითქოს დამთავრებული იყო კანონის მიღება. საზოგადოება მოატყუეს, რომ არავის არ ვუსმენდით. ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია. იყო ერთკვირიანი კამპანია, რომელიც გათვლილი იყო სწორედ ვნებათაღელვის გამოწვევაზე, თუმცა საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა კიდევ ერთხელ შეიყვანეს ისინი შეცდომაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)