07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 14:50:44, 735 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი უფრო მყარი იყო

გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი, თავის დროზე უფრო მყარი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, უნდა დაუბრუნდეს მანდატებს და საკანონმდებლო ორგანოში გამართონ "დემოკრატიული დისკუსიები". 

"გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ კუპონიც კი, თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს ეს ე.წ მთავარი ოპოზიცია და რადიკალური ბანაკი პარლამენტში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბატონი გოცირიძე, ქალბატონი დეკანოიძე ვერ გიშველით და ვერ შეასრულებს თქვენს მისიას. მოიყვანეთ თქვენ მიერ არჩეული ახალი სარდლობა, დევ-გმირები, რომელიც ციხესიმაგრეების დანგრევით იმუქრებოდნენ, დასხედით და მონაწილეობა მიიღეთ დებატებში, აჩვენეთ ხალხს რა შეგიძლიათ და რა ოპოზიცია ხართ. ჯერჯერობით ამას ვერ აკეთებთ. სამწუხაროა, რომ პარლამენტში არ ყოფნასა და ყოფნის დროს დესტრუქციაში ხართ გაჭედილი. თქვენ არ მოგწონთ დემოკრატია, დისკუსია მიუღებელია თქვენთვის და რაც ყველაზე ცუდია, სხვისი გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმე მიუღებელია. სწორედ ამიტომ ქვეყნის და ხალხის ინტერესებში მოდიხართ წინააღმდეგობაში",- განაცხადა თალაკვაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics