|
2023-03-07 13:59:11, 897 ნახვა
პოლიტიკა
ჩარკვიანი - იმედია, ამ კანონს არც მორალური და არც ორალური მხარდაჭერა ექნება
იმედია, ამ კანონს არც მორალური და არც ორალური მხარდაჭერა ექნება, როგორც დეპუტატმა ბოლქვაძემ თქვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის კანონად ქცევა მიუღებელია. "მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური კანონი, თქვენ მათ ეუბნებით, რომ გინდა თუ არა თქვენიაო. მოდი, დავტოვოთ ეს კანონი ამ ხუთეულის თუ ექვსეულის ინიციატივად და თქვენც გადარჩებით აქ ადამიანები იმიტომ, რომ ამ ისტორიულ სირცხვილს ვერ მოიცილებთ, გამორიცხულია. ეს არის ის დღე, რომელიც თქვენს ბიოგრაფიაში ჩაიწერება სამომავლოდ სამარცხვინო ასოებით. თუ თქვენ ეს არ გაწუხებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე ვიცი, რომ ეს კანონი არ უნდა დავუშვათ ზუსტად ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს არ დავუშვით ენის კანონი... ამას იმიტომ აკეთებთ, რომ არ მივიღოთ ეს სტატუსი? - აბა,ვინც ხმა უნდა მოგვცეს, ისინი გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ, თორემ არ მოგცემთ სტატუსსო. სწორედ ეს არის მოღალატეობრივი გზა, როდესაც ევროინტეგრაციის გზას ხელს უშლი", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)