|
2023-03-07 11:02:20, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი პაპუაშვილს - ყველა ამბობს - არა რუსულ კანონს და ვერ ხვდებით, რომ ამ კანონპროექტთან მარტო ხართ?
ახლა ერთი საათია საუბრობთ ტელესერიალის მეშვიდე სერიაზე - ვინ დაამტვრია მაგიდა და ვინ მოგლიჯა მიკროფონი და პირველი სერია რა არის ბ-ნო შალვა?! - ასე მიმართა "ლელო საქართველოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე. ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტის ბიურო ევროპულ კანონპროექტს აპაუზებს, რუსულ კანონებს კი, დაჩქარებული წესით იღებს. "რეგლამენტს და კონსტიტუციას ოპოზიციის წინააღმდეგ რომ კითხულობთ ხოლმე ხშირად, ამ კანონის შინაარსი გაიარეთ კონსტიტუციასთან მიმართებაში და ის თქვენი ცოდნა, რომელიც სხვათაშორის, დასავლეთში გაქვთ მიღებული და ჯერ კიდევ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, ნუ გაანიავებთ. თქვენთვისვე იქნება უკეთესი. რეგლამენტის ცოდნა მაშინ გამოიყენეთ, როდესაც სრულიად უსამართლოდ და მანიპულაციურად, ძალიან სწრაფად იხილავთ ამ კანონპროექტს. ათი დღე არ სჭირდება ამ კანონის მიღებას პარლამენტში, რა რეგლამენტია ასეთი? როცა ყველა გეუბნებათ - არა რუსულ კანონს, ვერ ხვდებით, რომ მარტო ხართ რუსულ კანონთან? დარჩებით კიდევ უფრო მარტო", - მიმართა ნაცვლიშვილმა პაპუაშვილს. კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტის პლენარულ სესიაზე გატანის დრო უნდა გადაწყვიტონ. პარალელურ რეჟიმში, პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)