|
2023-03-06 21:01:18, 1154 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - რუსული კანონით აპირებენ, რომ მეორედ მოახდინონ საქართველოს გასაბჭოება
პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას ამ კანონის წინააღმდეგ აქვს შედეგი, ეს უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ფრაქცია"ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტი არის რუსული და რუსული კანონით "ქართული ოცნება" აპირებს, მეორედ მოახდინოს საქართველოს გასაბჭოება. მან საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გამოვიდეს აქციაზე, რომელიც ხვალ დილის 9 საათზე გაიმართება, ვინაიდან მოსახლეობის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. "პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას ამ კანონის წინააღმდეგ აქვს შედეგი, ეს უნდა გაგრძელდეს. არ მიიღება არანაირი არგუმენტი, რომელიც დღეს ისმოდა, ეს არის რუსული კანონი და რუსული კანონით აპირებენ, მეორედ მოახდინონ საქართველოს გასაბჭოება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, სადაც ერთობლივად მოხდება სტრატეგიის და გეგმების შემუშავება და ნაბიჯების მომზადება, ხვალ კიდევ ერთხელ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ აქციაზე დილით 9 საათზე, ვინაიდან 10-ზე იქნება ბიურო და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ხმა ფიზიკურადაც ესმოდეს "ქართულ ოცნებას" პარლამენტის შენობაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)