01:22 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 20:20:13, 1138 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ან ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენი შვილების მომავალს, ან უბრალოდ რუსეთს ვბარდებით

აუცილებლად შესაქმნელია წინააღმდეგობის მოძრაობა, სადაც ყველა, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი შემდეგნაირია, ან ვიცავთ კონსტიტუცია და შვილების მომავალს, ან უბრალოდ რუსეთს ვბარდებით.

მან დასძინა, რომ დღევანდელ რეალობაში ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდით და ერთიანი ფრონტით და ძალებით, უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წინაპრების ოცნება იყო.

"ვფიქრობ, აუცილებლად შესაქმნელია წინააღმდეგობის მოძრაობა, სადაც ყველა, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ. საკითხი დგას ასე - ან ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენი შვილების მომავალს, ან უბრალოდ რუსეთს ვბარდებით. დღეს ქიშპობის დრო არ არის, დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის გაცხადებული და დაკანონებული მიზანია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics