09:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 16:09:45, 721 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატარონ ეს კანონმდებლობა, ძალიან ცუდი შედეგი ექნება მოსახლეობისთვის

ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და საქართველოს ყველა მეგობარი მოუწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გადახედილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა  „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, კანონპროექტს ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. 

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ არ გაატარონ ეს კანონმდებლობა, ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და საქართველოს ყველა მეგობარი ყველანი მოუწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გადახედილი. ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება ის იყოს გამოყენებული. მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მუშაობენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, გადახედონ ამ კანონმდებლობას", - თქვა კელი დეგნანმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ​ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics