|
2023-03-06 11:55:23, 591 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - ამ კანონის განხილვა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას ევროპული პერსპექტივა თუ დანა გამოუსვას კისერში
წაკითხული გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის კონსტიტუცია? ზოგადად, ეს დოკუმენტი ხელში თუ გჭერიათ?, - ასე მიმართა ფრაქცია"ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა "ხალხის ძალის" ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური აგენტების" კანონპროექტს წარმოადგენს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს მსჯელობას - საზოგადოებამ ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. "ვინაიდან სხდომის თავმჯდომარეს ეშინია, თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას, იქნებ თქვენ იყოთ გარკვეული. ხომ არ იცით, რა პროცედურა და კანონია საქართველოს პარლამენტში, რომლის საფუძველზეც ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, მათ შორის, "ლელოს" მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, არასდროს არ განიხილა ამ კომიტეტმა და ობი დაედო უკვე იმ კანონპროექტებს, დიდი ხნით არის შემოდებული ხელოვნურად თაროზე, და თქვენმა კანონპროექტმა, აი, ასე ციმციმ, ჩქარ-ჩქარა უნდა გაიაროს მან პარლამენტის ყველა დერეფანი. ხომ არ იცნობთ ასეთ პროცედურას და ხომ არ იცით, გამჭვირვალობის სახელით და სამართლიანობის სახელით რომ საუბრობთ, რომ ეს უსამართლობა უნდა შეიმჩნიოთ და ცოტა უხერხულად მაინც იგრძნოთ თავი? და შემდეგი კითხვა, წაკითხული გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის კონსტიტუცია? ზოგადად, ეს დოკუმენტი ხელში თუ გჭერიათ? თუ იცნობთ ამ კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც მათ შორის, თქვენ და ამ პარლამენტს ავალდებულებს ... ვიცი,რომ გაღიზიანებს 78 მუხლი, ეკა, მაგრამ არის კონსტიტუციაში და ვერ ამოშლი. ასე რომ დაწყნარდი. „ქართული ოცნება“ ზურგს გიმაგრებთ, ძალიან სიმბოლურია, რომ ზურგს უკან ანრი ოხანაშვილი გიზით და გამყარებთ, მათ შორის, პროცედურული უსამართლობებით. იცით თუ არა და აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ კანონით, თქვენ კლავთ საქართველოს ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, პერსპექტივას. შესაბამისად, ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. ამაში აქ არავინ არ შემოგყვებათ. არა რუსულ კანონს!",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)