10:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 09:27:38, 924 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან, ხელისუფლება არ არის

ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან - ხელისუფლება არ არის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარლამენტი სავსეა სპეც დაცვის თანამშრომლებითა და კრიმინალური პოლიციით, ასევ ჩაკეტილია საშვთა ბიუროც.

"სავსეა პარლამენტი სუსით, სპეც დაცვის თანამშრომლებით, კრიმინალური პოლიციით.

სართული არ არის სადაც არ ზიან. გადატენილია დერეფნები.

საშვთა ბიურო ჩაკეტილია.

ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან - ხელისუფლება არ არის.

მშიშრები! მორევაზე არიან",- წერს წითლიძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ჟურნალისტებს არ უშვებენ. 

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics