|
2023-03-05 10:56:08, 562 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებენ. ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)