|
2023-03-04 16:40:42, 770 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას
გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, ამ კანონის მიღებით გადაიყვანოს ქვეყანა ევროპული გზიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან აზრი არ აქვს ლოდინს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვენეციის კომისია ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ რაც არ უნდა ეწეროს ვენეციის კომისიის დასკვნაში, მაინც აპირებენ კანონის მიღებას. „ჩვენ, გავაგრძელებთ ყველანაირ მცდელობას, ძალისხმევას, საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში და ასეთი არის მოსახლეობის უმრავლესობა, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა ევროპული მომავლის გზიდან, მათ შორის, ამ კანონის მიღების გზით. შესაბამისად, გაგრძელდება პროტესტი. იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ საზოგადოებას, შეიკრიბონ და შესაბამისად, მომავალ კვირას ვფიქრობთ, რომ იქნება კიდევ უფრო მწვავე პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, უამრავი ადამიანი ხმამაღლა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ბიძინა ივანიშვილი მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, როდესაც ცდილობს ამ კანონის გატანას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)