20:41 - 22 Jul, 2026
|
2023-03-04 15:33:37, 1831 ნახვა
კომენტარი
ალასანია პოლონელი ექსპერტების ჩამოსვლაზე - ალბათ ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგია
ჩვენ არ გამოგვიჩენია ინიციატივა და ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა - კარგია, რომ ჩამოდიან, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პოლონელი ექსპერტების ჩამოსვლის საკითხზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ჩანს 27 ქვეყნის საპროტესტო ნოტამ იქონია გავლენა იუსტიციის მინისტრზე და სწორედ ეს გახდა გამომწვევი მიზეზი, იმისა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებით პოლონელი ექსპერტები თბილისში მიხეილ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ. „არაფერი არ ვიცი, არავითარი კონტაქტი ვინმესთან ამ თემაზე არ მაქვს. 27 ქვეყნის ელჩები რომ შეხვდნენ იუსტიციის მინისტრს, როგორც ჩანს, ამის შედეგია. ჩვენ არ გამოგვიჩენია ინიციატივა და ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა - კარგია, რომ ჩამოდიან“, - აცხადებს გიული ალასანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)