|
2023-03-03 13:02:21, 648 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია სააკაშვილზე - მეტყველება ჰქონდა წართმეული, ამაზე მძიმე მდგომარეობა გარდაცვალებაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება "მოსალოდნელი იყო". როგორც გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილო მდგომარეობაშია. "შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები, ჯერ არ ვიცი. კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული, და მე არ ვიცი ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება, არ ვიცი კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს", - ამბობს გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)