|
2023-03-03 09:08:44, 708 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა
დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა, - ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მისი თქმით, რუსეთის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად "მშვიდობიანი მეთოდით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა". "დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა. ის, ვინც ბევრს ყვიროდა, სხდომას შლიდა, ბევრჯერ იხსენიებდა სიტყვას ევროპა - მათი ქცევა და მიდგომა პარლამენტისადმი არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ევროპულ სტანდარტში. ჯერ გავიხსენოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს: იმედი მაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. რუსეთს არაერთი თავისი აგრესიისა და ბოლოს უკვე 2008 წლის ომის შედეგად, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ჩვენ ამ დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მეთოდით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. იმედი მაქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 36 ადამიანი დააკავა. წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)