2023-03-02 21:14:46, 685 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან წინასწარი ცნობით 6 ადამიანი დააკავეს, პოლიციამ პერიმეტრი გაათავისუფლა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, უკვე 8 ადამიანია დაკავებული. კადრებში ჩანს, რომ ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს და პოლიციის მანქანებში ჩასვეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან დაკავებულები.
ამასთან პარლამენტის შესასვლელები საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ.
მათ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებო და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ "მონებო", "რუსებო", "წადი".
ავტორი: ექსპრესნიუსი,