|
2023-03-02 12:37:36, 510 ნახვა
პოლიტიკა
გახარია „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე - მთავრობამ დაინახა, რომ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს - სპეციალურად აკეთებენ
როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი ააფეთქონ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი ოკუპანტსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ, ერთ სიბრტყეში აყენებს. "ამ კანონპროექტზე ყველა საუბრობს. ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა რაშია, იცით? როდესაც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანასა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, გარდა იმისა რომ საქართველოს ეხმარებიან, აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და და გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვიღაცა, არ მინდა სახელები დავასახელო, ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)