|
2023-03-01 12:17:55, 932 ნახვა
პოლიტიკა
„კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ - ერინ ბარკლი დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ერინ ბარკლის. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე ერინ ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა „უცხოური აგენტების შესახებ“კანონპროექტზე, რადგან მისი დაინიცირება "ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო რუსეთის აგრესია. ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა კანონპროექტზე, რომელიც გამიზნულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ და რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია აშშ-ის სახდეპის განცხადებაში. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)