|
2023-03-01 10:12:58, 525 ნახვა
პოლიტიკა
ფეიგინი - როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მზადაა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს
როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მზადაა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს,- ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. მისი თქმით, ივლისში ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება. „საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის გაშვებაზე. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, თანახმაა შესწიროს ევროინტეგრაცია ამ სიტუაციას, რომ ხელიდან არ გაუშვას ქვეყნის კონტროლი. ისინი არ აპირებენ წასვლას. საბოლოოდ, საზოგადოების საქმეა - როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ აქტივობას. ძალიან მალე მექნება შეხვედრები პერსონებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილებებზე, ლიდერებთან, პირველი პირის მრჩევლებთან. ასევე ვიცი, რომ ბაიდენის ვიზიტთან და ევროპის ქვეყნების ლიდერების აქტივობის შემდეგ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო. ივლისში კი ნატოს სამიტზე, როგორც ჩანს საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება", - განაცხადა ფეიგინმა. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, ჯერ კიდევ ცოტახნის წინ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე მოლდოვას და უკრაინას უსწრებდა. „ამ ყველაფერს პასუხი ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს. ჯერ კიდევ ცოტახნის წინ საქართველო უსწრებდა მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირისა და ნატოს გზაზე, ის მაგალითი იყო და საქართველოს წარმატებებზე ორიენტირება სასურველი იყო. ახლა კი ცდილობენ იქ მოკლან ადამიანი და არის დისკუსიები, რომლებიც შესაბამის რეაქციებს იწვევს ევროკავშირსა და ნატოში, სადაც საქართველოს ასე ძალიან უნდოდა შესვლა. ქართველმა ხალმა უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, ჩვენ კი არ შევწყვეტთ ძალისხმევას მიშას გადასარჩენად და ყველას მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)