|
2023-02-27 12:10:23, 691 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხანიშვილი USAID-ის ხელმძღვანელს ჯონ პანელს და ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს საქართველოში მარიკა ოლსონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს ჯონ პანელს და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს საქართველოში მარიკა ოლსონს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერების მიზნით შემუშავებული პროგრამის „მცენარეთა უსაფრთხოების სისტემის ინიციატივა“ გაგრძელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის დირექტივების შესრულებისკენ. პროექტი, რომელიც მცენარეთა დაცვას უზრუნველყოფს, მალე სრულდება. მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული პროექტის დამსახურებით, ჩვენ შევძელით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს. ევროკავშირის შეფასების დოკუმენტში გვაქვს მითითებები შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით. პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ გექნება შესაძლებლობა, მცენარეთა დაცვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შევიმუშაოთ, რომელიც სრულ მიკვლევადობას უზრუნველყოფს. შედეგად, შევძლებთ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტს. ამ მიზნების მისაღწევად, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „ნებისმიერი სხვა მიმართულებით გაწეული დახმარება დაკარგავს ეფექტს, თუ ქვეყანა ვერ მოახერხებს ფიტოსანიტარიული რისკების გათვლას, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებას, ასევე, რისკების მართვის ღონისძიებების განსაზღვრას. სწორედ ამ მიზნების მიღწევა გვსურს პროგრამის „მცენარეთა უსაფრთხოების სისტემის ინიციატივა“ გაგრძელების ფარგლებში, თუ თქვენი მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურა ჩეკურაშვილმა. ჯონ პანელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება თანამშრომლობის გაგრძელებაზე გაამახვილა. მარიკა ოლსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიზანია, საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ მაქსიმალური კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილ პროდუქტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)