|
2023-02-24 17:32:37, 753 ნახვა
პოლიტიკა
კასიანოვი - „ოცნების“ დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე
ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე, - ასე ეხმაურება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ომში რუსეთის უპირატესობებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს. კასიანოვმა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც "უვარგის დეპუტატს" პარლამენტის სპიკერის "სკამი ნებაყოფლობით დაუთმო", თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ "აშკარად პრორუსულ განცხადებებს აკეთებს". "ირაკლი კობახიძის აშკარად პრორუსული განცხადებები, რომელიც ეხება ომში რუსეთის უპირატესობას და რომ რუსებმა დაიკავეს ათი დასახლებული პუნქტი უკრაინაში - სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს",- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)