02:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 15:24:45, 875 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს აშშ-სა და EU-სთან პარტნიორობას ძირი გამოუთხაროს

ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოს პარტნიორობას დასავლეთთან, აშშ-თან და ევროკავშირთან ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა და საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს ეკონომიკურად დამოკიდებული.

"ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ის შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაერთგზის აირჩიეს ევროპისკენ წასულიყვნენ.

ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ხალხს ძლიერი დემოკრატია უნდა, ხალხს წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა უნდა, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული და წინა წლების განმავლობაში საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია რუსეთისგან დაშორების მხრივ. ეს იმპულსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში.

საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს. ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები და, ვფიქრობ, ისინი, ვინც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ძლიერ მეგობრობას აშშ-თან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონონ, რომ ეს მისაღები არ არის“, - განაცხადა დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics