02:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 15:12:19, 903 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე წულუკიანზე - თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრობისა, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ჟურნალისტის  კითხვას, რომელიც  თეა წულუკიანის უწყების მხრიდან სპორტის ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და  წულუკიანთან კალაძის დაპირისპირებას ეხებოდა. 

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას თეა წულუკიანთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტის  შესახებ კი ინფორმირებული არ არის.  

„დავიწყოთ იქიდან, რომ თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა. რაც შეეხება იმას, რომ სპორტულ  ფედერაციებს შეწყვეტილი აქვთ დაფინანსება, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოება  რომელიღაც ფედერაციასთან.   რასაც  მეკითხებით, არ არის სწორი ინფორმაცია და ჩემი თხოვნა იქნება,  ნუ ავრცელებთ სიცრუეს. მე თუ მეკითხებით, მე გცემთ პასუხს ამაზე და თუ ჩემი პასუხი არ გაკმაყოფილებთ, თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მე ვერ შევალ თეას საქმიანობაში. თეა არის წარმატებული მინისტრი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მას დაუსვათ კითხვა. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სპორტში და არა მარტო სპორტში, თუნდაც კულტურის, ხელოვნების  სფეროში და ასე შემდეგ.  კულტურის საბჭო აგრძელებს მუშაობას ყველანაირი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics