|
2015-02-08 10:32:47, 1020 ნახვა
სამართალი
თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის მოქალაქე, 1957 წელს დაბადებული ფეიჟუ ჟ. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)