|
2023-02-01 23:47:05, 1881 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა რომ დააპიროს საუბარი ძალიან ბევრ ცუდს იტყვის, მისი ჩამოყვანის დამგეგმავებთან დაკავშირებით
სააკაშვილი მის ჩამომყვანებს ციხეში არაფერში არ სჭირდებათ. არანაირ სარგებელს მათ არ მოუტანთ ციხეში მყოფი სააკაშვილი. პარტნიორი ვერ იქნება ჩამომყვანი. მისი ჩამომყვანია რაღაცა ძალა, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეში, საბანკო სისტემის რეპუტაცია ჩამოაქციოს, ოღონდ ერთი კონკრეტული მიზნის აღსრულების მცდელობა ქონდეს. აი, ამ ძალასთან გვაქვს საქმე,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა ,,ღამის კურიერის’’ ეთერში ისაუბრა. როგორც მდინარაძემ განაცხადა სააკაშვილი მისი ჩამოსვლის ორგანიზატორებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, ორი ცუდი ვარიანტიდან, მის საქართველოში ჩამომყვანებს ორივე ვერსია აწყობთ. "სააკაშვილი ციხეში მათთვის არის საფრთხე. ერთ მშვენიერ დღეს ამ ადამიანმა, რომ გადაწყვიტოს ლაპარაკი, ძალიან ბევრ ცუდ რამეს იტყვის, მისი ჩამოყვანის დამგეგმავებთან დაკავშირებით. ორი ვარიანტიდან ერთი ყველაზე საშინელი, მძიმე - პატიმრის გარდაცვალება, და გარეთ გამოსვლაც, ორივე შემთხვევა აწყობთ. ახლა მე ძალიან ბინძურ სცენარზე ვლაპარაკობ. გარდაცვალებით შეეცდებიან ქვეყნის არევას, ამიტომ ატარებენ რისკის ზღვარზე და მეორე, თუ მიაღწევენ მიზანს და გამოიყვანენ, უკვე თავად დაავალებენ არეულობას. მათ მიაჩნიათ, რომ ამისი რესურსი სააკაშვილს გააჩნია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)